სოფელ ვაჩნაძიანში მიწის სამუშაოების დროს აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოაჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მიწის სამუშაოების დროს აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოჩნდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ აღმოჩენას სპეციალისტები გამოიკვლევენ.
,,სამუშაოების დროს 2 მეტრის სიღრმეზე აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოჩნდა. შესაძლოა, საქმე გვქონდეს რამდენიმე საუკუნის კერამიკის გამოსაწვავ ქურასთან. ველოდებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩამოსვლას, რომლებიც აღმოჩენას ადგილზე შეისწავლიან”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.