სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ნატურალური სასმელი ფილადელფიასა და ნიუ-იორკში გაიყიდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ნატურალური სასმელი „კეთილი და პატიოსანი“ ფილადელფიასა და ნიუ-იორკში გაიყიდება.
როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი ახალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აშშ-ში ერთი კონტეინერი გაიგზავნა და სხვადასხვა მაღაზიებში გაშლა იწყება.
ახალაძის თქმით, კომპანია საფრანგეთში საცდელი პარტიის გაგზავნისთვის ემზადება.