საქართველოში მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
16 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.