გურჯაანი-ლაგოდეხის ცენტრალური მაგისტრალი სტიქიის გამო გადაკეტილია
გურჯაანი- ლაგოდეხის ცენტრალური მაგისტრალი სტიქიის გამო გადაკეტილია.
ძლიერმა წვიმამ გურჯაანის ხევის ადიდება გამოიწვია და ქალაქის ქუჩები წყლით აავსო.
მოვარდნილმა წყალმა წაიღო მსუბუქი ავტომანქანები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სავაჭრო ობიექტები და ოფისები.
ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი
სტიქიის ზონაში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, გიორგი ალადაშვილი მობილიზებულია გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურები.
ძლიერი წვიმა და სეტყვა გურჯაანში დაახლოებით, ერთი საათის წინ მოვიდა. 20 წუთიანმა სტიქიამ, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.