მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა დაიტბორა- ფოტოები
მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა დაიტბორა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები.
გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი ჭანდარი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა. მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.