დატბორილი სახლები და დაზიანებული გზები-სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, კალოსუბნის დასახლებაში არსებული ხევიდან დიდი რაოდენობით წყალი გადმოვიდა, რის გამოც დაიიტბორა როგორც სახლების პირველი სართულები, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვას.
სტიქიამ ასევე დააზიანა გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა და მანქანები. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ასეული მოქალაქე. უხვი ნალექის გამო გარდა ქალაქ გურჯაანისა, დაზარალდა ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებიც. სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და გზაზე გადმოვიდა, რის გამოც დაზიანდა გზები და მოსახლეობას სახლების პირველი სართულები დაეტბორა.
წყლის დონეა გაზრდილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ხევებსა და მდინარეებში. სამაშველო სამსახურები და საპატრულო ეკიპაჟები მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ.