სტიქიის შედეგები გურჯაანში- ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გურჯაანში პრობლემები შექმნა.
knews.ge-ს ინფორმაციით, სეტყვის და წვიმის გამო დაზიანდა სავარგულები, დატბორილია გზები და წყლით არის სავსე სანიაღვრე არხები. ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებიდან წყალი გზებზე გადმოვიდა.
ძლიერი წვიმის გამო გურჯაანში, კალოსუბნის დასახლებაში არსებული ხევიდან წყალი გადმოვარდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.
დატბორილია ასევე სახლების პირველი სართულები, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია და სამაშველო სამსახური წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს. დაზიანებულია გზები და არსებული ინფრასტრუქტურა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია.