მოლდოვაში თელაველმა პარამკლავჭიდელებმა, ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს
მოლდოვაში თელაველმა პარამკლავჭიდელებმა, ცოტნე ქააძემ და დავით გიგოლაშვილმა მარცხენა ხელით ასპარეზობაში ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
12-16 ივნისს, მოლდოვის ქალაქი კიშინოვი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
კიშინოვში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასპარეზობს თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა ,,თელავის” 2 პარამკლავჭიდელი სპორტსმენი- ცოტნე ქააძე და დავით გიგოლაშვილი.