თელავში, ,,მშვიდობის პარკის” რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ თელავში, ,,მშვიდობის პარკის” რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილზე გაეცნენ. ,,მშვიდობის პარკის” რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს 2 ჰექტარზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი პარკის მოწყობას. მოეწყობა ველო და საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სკეიდბორდისა და საბავშვო, გასართობი მოედნები. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავს კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეემატება, რაც თავისთავად გულისხმობს ურბანული ნაწილის განვითარებას და თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობის ზრდას.