თელავის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
20 და 21 ივნისს, 19.00 საათზე, გაიმართება ლუკ შომარის ერთმოქმედებიანი კომედია “მაფია და სათუთი გრძნობები”. რეჟისორია გაგა გოშაძე.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში. ფასი 7 და 10 ლარი. ბილეთების დაჯავშნა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ტელეფონზე 555 58 23 23.