საგარეჯოში, მესამე დღეა 82 წლის ქალს ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამი დღის წინ გაუჩინარებულ 82 წლის ქალს ეძებენ.
ქალი სახლიდან 8 ივნისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
,,8 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 82 წლის ევა თურმანაული. მას აღენიშნება ალცჰაიმერის სიმპტომები.
თუ შენიშნავთ დაკარგულს, გთხოვთ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახს: 551 22 00 69, 592 23 55 45, 953 11 55 14″,-აცხადებენ ოჯახის ახლობლები.