თელავში ცეკვის ფესტივალი იმართება- ფოტოები
11 ივნისს, ქართული ქორეოგრაფიის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით თელავი ცეკვის ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა სუხიშვილების აკადემია. ღონისძიების დასასრულს კი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ქორეოგრაფიის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადა ლეგენდარულ მოცეკვავეებს – თენგიზ უთმელიძეს და რეზო ჭონიშვილს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ცეკვის ფესტივალი თელავში ხვალ დასრულდება.