თელავში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, გაიხსნა
გელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, გაიხსნა.
გალა კონცერტში ვიქტორია სირაძე-დავითაშვილმა, ლელა ონიანმა, ომარ ბურდულმა, ია ქარდავამ, თელავისა და რუსთავის მუსიკალური სასწავლებლების გუნდებმა, თბილისის 29-ე სკოლის ქართული ხალხური საკრავების ანსამბლმა, ლიანა კალმახელიძემ, გოგა შავერდაშვილმა, გოგი ჩლაიძემ და ბადრი ქუთათელაძემ მიიღეს მონაწილეობა.
წელს ფესტივალს საქართველოდან 400-მდე მონაწილე ეყოლება, 12 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას თურქეთიდან, კანადიდან და აშშ-დან.
,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი,, 2016 წელს დაარსდა.