„ჩემი გამომცემლობა“ თელავში წიგნის ავტორებთან შეხვედრას გამართავს
15 ივნისს, 14 საათზე თელავში „ჩემი გამომცემლობა“ ადგილობრივ საზოგადოებას გამომცემლობის წიგნებს და მათ ავტორებს წარუდგენს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დავით ხარატიშვილი და ოლიკო ცისკარაშვილი.
წიგნების შეძენა საგამომცემლო ფასად იქნება შესაძლებელი. ამასთან, გაყიდული წიგნების შემოსავლის 10% ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის სამკურნალო ფონდში გადაირიცხება.
წიგნების წარდგენას მასპინძლობს „მედია ცენტრი კახეთი“. მისამართი: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.