თუშეთის ტურისტული სეზონი ბადაგონის სახლში „თუშური კულტურის დღით“ გაიხსნა
თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს ბადაგონის სახლში, ალავერდთან – ღონისძიება „თუშური კულტურის დღე“ იმართება.
„ღონისძიების მიზანია თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია“, – აცახდებენ კომპანიაში.
სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები; ადგილზე დააგემოვნონ ბადაგონის რესტორნის შეფის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული თუშური ტრადიციული კერძები. (კოტორი, ხავიწი, გორდილა, ერბოან ყვა, ყაღი და ა.შ) და თავადაც ჩაერთონ მომზადების პროცესში.
გაეცნონ თუშ მეწარმეებს და მათ პროდუქციას. გაეცნონ ტრადიციულ თუშურ ხელსაქმეს.
ღონისძიების მხარდამჭერია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ბადაგონის სახლი.
„ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ზრუნავენ თუშური კულტურისა და ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციაზეა“, – აცხადებენ კომპანიაში.