თელავის უნივერსიტეტში ელექტრონული არჩევნების იმიტაციური პროცესი ჩატარდება
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ელექტრონული არჩევნების იმიტაციურ პროცესს გამართავენ.
შეხვედრა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ხუთშბათს, 8 ივნისს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრი, ელექტრონული აპარატების მეშვეობით, იმიტაციურ არჩევნებს საჯარო მმართველობისა და სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის 10 და 11 საათზე, 507-ე აუდიტორიაში მოაწყობს.
მითითებული სპეციალობის სტუდენტების გარდა, პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.