სტიქია ლაგოდეხში- მოგლეჯილი ხეები სატვირთო მანქანებს დაეცა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, რიგში მდგომ სატვირთო მანქანებს, რომლებიც მსუბუქი ავტომობილებით იყო დატვირთული, მოგლეჯილი ხეები დაეცა. მანქანები საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადაჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, მოგლეჯილი ხეები დაეცა სულ მცირე სამ სატვირთოს. თითო მათგანზე 6 მსუბუქი ავტომობილი იყო განთავსებული.
მოგლეჯილმა ხეებმა დროებით შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლაც. მუნიციპალურმა სამსახურმა გზა ხეებისგან უკვე გაათავისუფლა.