სტიქიამ გურჯაანში საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზები დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გასულ ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა, ქვა- ღორღი ჩამოიტანა და დააზიანა, როგორც ცენტრალური საავტომობილო გზა, ასევე შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია ა(ა)იპ ,,გურჯაანის მუნიციპალური სერვისის” და საგზაო დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოები.