ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გავაზში სახლები დაიტბორა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ფატმასური კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელში გზებისა და სახოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ წუთისთვის პარალიზებულია სოფლის ცენტრალური ქუჩა, წყლით არის დაფარული გავაზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

მოსახლეობამ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა, რომლებმაც წყლის ამოტუმბვას სამუშაოები უნდა ჩაატარონ. ვითარებას ართულებს წვიმა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. რამდენი ოჯახია დაზარალებული ამ დროისათვის, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.