სოფელ გავაზში საგანგებო სიტუაციების სამსახური, სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს- ფოტოები
გასულ ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში პრობლემები შექმნა.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქოქიაშვილი.
უხვი ნალექის შედეგად ადიდბულმა მდინარე ფატმასურმა სოფელი გავაზი დატბორა. დაიტბორა სოფლის შიდა გზები, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი უწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა ჩართულია ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოებში.