ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა სოფლის ცენტრში, სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, 32 წლის მამაკაცმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.