სოფელ უდაბნოში, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა – 2023“ აღინიშნა- ფოტოები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა – 2023“ მასშტაბურად აღინიშნა.
სახალხო დღესასწაულს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ტერიტორიაზე მოეწყო არაერთი შემეცნებითი, საგანამანთლებლო, ეთნო – კულტურული, კულინარიული და საგამოფენო სივრცე.
დღესასწაულზე მოსული სტუმრებისთვის სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.