ახალი ამბები

გააძვირებს თუ არა რეფორმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობას

კერძო სექტორის ნაწილი ელის, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული რეფორმა საქალაქთაშორისო გადაყვანებს გააძვირებს.

მძღოლები ვარაუდობენ, რომ სერვისის დახვეწასთან და გაუმჯობესებასთან ერთად, მოქალაქეებისთვის მგზავრობის ფასი დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში გაიზრდება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სატრანსპორტო კომპანიებს ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად ფინანსები დასჭირდებათ, რისთვისაც კერძო სექტორი ჯერ მზად აარაა. მისივე თქმით, ამ ფონზე, სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.

ცნობისთვის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.