თელავში სტარტი აიღო OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის წინა საფინალო ეტაპმა-ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, 4WD Off-Road Club-ის და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო OFF-ROAD -ის მსოფლიო ჩემპიონატის RAINFOREST CHALLENGE – 2023 -ის წინა საფინალო ეტაპმა – RFC CAUCASUS 2023.
შეჯიბრი იყალთოს მიმდებარედ, ავტო-დრომზე მიმდინარეობს, ღონისძიება ხვალ დასრულდება. შეჯიბრის ფორმატი RFC გულისხმობს რამოდენიმე ეტაპად დაყოფილი დაბრკოლებებიანი სპეც მონაკვეთების გავლას, სადაც გაიმარჯვებს საუკეთესო ჯამური დროის მქონე ეკიპაჟი.
შეჯიბრი ოთხ ჩათვლით კატეგორიაში ტარდება:
1) სტანდარტი (სამოყვარულო) კლასი
2) მოდიფიცირებული კლასი
3) პრო-მოდიფიცირებული კლასი
4) პროტოტიპები
RFC CAUCASUS 2023 – ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. გამარჯვებულები მიიღებენ ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის ლიცენზიას. ფინალური შეჯიბრი ყოველი წლის ბოლოს მალაიზიაში იმართება და 10 დღე გრძელდება.