მედია ცენტრი კახეთი ორი წლის განმავლობაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეს უმასპინძლებს
არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი MCK უმასპინძლებს მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების მოხალისეს დიანას ორი წლის განმავლობაში (2023-2025).
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დიანას მუშაობის მრავალფეროვნება, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, მოიცავს ფონდების მოძიებას, კვლევას, საზოგადოების ჩართულობას, პროექტის დიზაინსა და განხორციელებას. როგორც ასეთი, დიანას ექსპერტიზა მდგომარეობს საზოგადოებისა და გუნდის შექმნაზე, ღონისძიებების დაგეგმვაში, პროექტის დიზაინსა და მენეჯმენტში.
,,მედია ცენტრ კახეთში გაწევრიანებამდე დიანა მუშაობდა კერძო სკოლისა და ეკლესიის ოპერაციების დირექტორად, იგი პასუხისმგებელი იყო საგანგებო სიტუაციების პრევენციასა და მართვაზე, კონტრაქტების განხილვაზე და კონტრაქტორების მართვაზე, უსაფრთხოების პრაქტიკის ზედამხედველობაზე, თემის ხელმძღვანელობასთან ქსელში და ორგანიზაციული პრაქტიკის გაუმჯობესებაზე.
მედია ცენტრ კახეთში თავის ახალ როლში დიანა ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ორგანიზაციისა და საზოგადოების მხარდაჭერაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორგანიზაციული განვითარება, პროექტის დიზაინი და განხორციელება, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, სათემო ორგანიზაციის ლიდერებს შორის თანამშრომლობის გაზრდა. იგი ასევე დაეხმარება ახალგაზრდებს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში, დასაქმების და ლიდერობის უნარების განვითარებაში.
დიანას უყვარს ძაღლები, ხელოვნება და ბუნება, მას მტკიცედ სჯერა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მნიშვნელობის. კახეთის რეგიონში გეგმავს გახდეს თავისი ახალი თემის აქტიური მონაწილე და მოუთმენლად ელის ორ საოცარ წელს ულამაზეს საქართველოში”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.