თელავში მცირე საგრანტო პროექტი „სამოთხე მიწისა – საქართველო“ განხორციელდა
თელავში, USAID_ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი „სამოთხე მიწისა_ საქართველო“-ს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში 2022 წლის ოქტომბრის მცირე საგრანტო კონკურსში, თელავის N4 საჯარო სკოლის ორმა პროექტმა გაიმარჯვა „სამოთხე მიწისა_ საქართველო“ და „გახდი ციფრული მოქალაქე“. როექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
,,პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა საინტერესო ფორმით წარმოადგინეს აღნიშნული მცირე საგრანტო პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა გერმანულ და ინგლისურენოვანი მაღალი ხარისხის ბროშურები და ვიდეო რგოლები, რომლებიც ემსახურებიან პროექტის მიზნებს, კერძოდ თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ნაკლებად ცნობილი ისტორიული ძეგლების და ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზებას”, – განაცხადა მცირე საგრანტო პროექტების სპეციალისტმა თინა სიბაშვილმა.