ახალი ამბები

გაიცანით წარმატებული მომღერალი თელავიდან

თელავში მცხოვრები 19 წლის ნინო შეყრილაძე წარმატებული მუსიკოსია. ის სამი წელია, რაც თელავის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მღერის.

ნინო ამბობს, რომ სიმღერა 5 წლის ასაკიდან დაიწყო.

“ვცხოვრობ თელავში, ამჟამად თბილისში, ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
სიმღერა 5 წლიდან დავიწყე. შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, სერიოზულად მოვკიდე ამ საქმეს ხელი და ახლა ეს ჩემი პროფესიაა.
სიმღერის დროს თავს ყველაზე კომფორტულად და ლაღად ვგრძნობ, ამ ყველაფერში კი ჩემი პუბლიკა მეხმარება. ჩემი მიზანია, რომ მუსიკალურ სფეროში დავიმკვიდრო ჩემი ადგილი, წარმატებით წარვსდგე დიდ სცენაზე, როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე უცხო ქვეყნებში.

დამწყებ მომღერლებს ვურჩევდი, რომ მოუსმინონ საკუთარ ნიჭს და იბრძოლონ მიზნისთვის, არ დაკარგონ იმედი. ვფიქრობ, დამწყებებისთვის თვითკრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად, ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ და, ვფიქრობ, ამ მიდგომამ ბევრი რამ მასწავლა.
ჩემი მთავარი მოტივაცია არის ოჯახი და ადამიანები რომლებიც, გულწრფელ ემოციებს და სითბოს გამოხატავენ“
, – ამბობს ნინო შეყრილაძე.

სიმღერის დროს ნინოს მთავარი სათქმელი გულწრფელი ემოციაა.

“ვფიქრობ, რომ ამ ემოციას ის პუბლიკაც გრძნობს ვისთვისაც ვმღერი, მე ვიღებ სიამოვნებას და შემდეგ ვცდილობ ჩემი სიმღერით გავუზიარო საკუთარი დამოკიდებულება და სიყვარული ჩემს მსმენელს“
,- განაცხადა მომღერალმა.