ქალაქ გურჯაანში, სამუსიკო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის ორივე სართულს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯორჯიან ინჟინირინგი” ასრულებს. სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.