თელაველი ახალგაზრდა იელის უნივერსიტეტში, ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თელაველი ახალგაზრდა, კახა დავითაშვილი, აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში, ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
“ყოველ წელს ვხედავთ რამდენი ახალგაზრდა ირიცხება აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით და როგორ აღნიშნავს ამ დიდ წარმატებას მთელი საქართველო.
კახა დავითაშვილი ერთ-ერთი ამ სტუდენტთაგანია. ის Yale-ის უნივერსიტეტში ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ჩვენთვის ეს ამბავი განსაკუთრებით ემოციურია, რადგან კახამ ინგლისური აშშ-ის საელჩოს პროგრამა ACCESS-ით ისწავლა. ეს პროგრამა შეიქმნა იმისთვის, რომ ინგლისური ენის არცოდნას ახალგაზრდების ნიჭის წარმოჩენისთვის ბარიერი არ შეექმნა” – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.