თელავში ისტორიული ავტომობილების ფესტივალი ჩატარდა
თელავის ცენტრალურ მოედანზე ,,ოთარ ოთარაშვილის სახელობის ისტორიული ავტომობილების ფესტივალი 2023″ ჩატარდა.
ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტმა ავტო კოლექციონერმა და ავტო ინჟინერ რესტავრატორმა, ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ისტორიული ავტომობილების მფლობელმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც ამერიკული ისტორიული ავტომობილები, ასევე ევროპული, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული და ე.წ. “ჰენდ მეიდი” ავტომობილები, ასევე ისტორიული და კლასიკური დიზაინის მქონე მოტოციკლები. ფესტივალის დასასრულს გამარჯვებული ავტომფლობელები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს ოთარ ოთარაშვილის სახელობის სახელობის თასი და საჩუქრები გადასცეს.
ფესტივალი საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით გაიმართა.