სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიის სოფელ კაბალში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
თანასოფლელმა მამაკაცს დანით 3 ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარება საშუალოზე მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.