ახალი ამბები

სასტუმრო ,,ყვარლის ტბის” რეიტინგი დაეცა

სასტუმრო ,,ყვარლის ტბის” რეიტინგი,booking.com-ზე და google-ზე დაეცა.

დღეს მიმდინარე პროცესების გამო, მოქალაქეები პროტესტის ნიშნად დაწესებულებას ცუდ შეფასებას უწერენ.

მათი თქმით, სასტუმროში,სადაც რუსი სტუმრები პატივით მიიღეს, არცერთი ქართველი არ უნდა მივიდეს მომსახურების მისაღებად. მათივე თქმით, booking-სა და google-ზე უარყოფითი შეფასების დაწერის მიზანია, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა იცოდნენ ამ სასტუმროს და მათ მიერ გადადგმული უარყოფითი ნაბიჯების შესახებ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

ყვარელში დილიდან,პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება აქცია, სადაც სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები მოითხოვენ რუსმა სტუმრებმა დატოვონ საქართველო. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.