შსს-ს ინფორმაციით, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი.
ინტერპრესნიუსის ინფორმაცით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.