ახალი ამბები

ყვარელში ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნა, წარწერებით გააპროტესტეს

Русский военный корабль, иди на хуй -აღნიშნული წარწერით, ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ყოფნა გააპროტესტეს.

წარწერის ფოტო, რომელიც სასტუმრო  ,,ყვარლის ტბის” შესასვლელთან არის, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

აღნიძნული წარწერა სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით, სამოქალაქო აქტივისტებმა, გვიან ღამით დატოვეს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, საქართველოში, კერძოდ, ყვარელსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში იმყოფებიან, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ორდღიანი ქორწილი უნდა შედგეს.

თავად სასტუმრო “ყვარელი რეზორტსის” ადმინისტრაცია ლავროვის ქალიშვილის სტუმრობას უარყოფს და მედიაში გავრცელებულ ამბავს დეზინფორმაციას უწოდებს.