ახალი ამბები

,,ყვარლის ტბა”- ლავროვის გვარით სტუმარი არ გვიფიქსირდება

სასტუმრო ,,ყვარლის ტბა” ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ქორწილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათთან ლავროვის გვარით სტუმარი არ ფიქსირდება და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.