სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები ყვარელში იმყოფებიან
სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა “ყვარელი რეზორტში” გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია.
ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი, ნიკა გურინიც ავრცელებს ინფორმაციას.
,,ითქვა რომ ლავროვის სანქცირებული შვილი იხდის ქორწილს ყვარლის ტბაზე. დღეს ვცადე ხვალისთვის ტბაზე რესტორნის დაჯავშნა, სადაც განმიმარტეს, რომ შემდეგი 2 დღე მთელი სასტუმრო დაკეტილია, რადგან ჰყავთ მაღალი რანგის სტუმრები, რომლებმაც მოითხოვეს მთელი ტბის ტერიტორიის დაკეტვა და ადამიანების შესვლა აკრძალულია. რუსეთის უკანა ეზოდ გვაქციეს ამ ნაძირლებმა. ლავროვის შვილი კეტავს რესტორნებს და სასტუმროებს ხალხო“,- წერს ნიკა გურინი.
აღნიშნულ საკითხს საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ქორწილიდან ვიდეო.