სამეწარმეო საქმიანობებით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდება
გერმანული ფონდი შპარკასე საქართველო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, (GIZ) პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესონ სამეწარმეო საქმიანობები ტყის მერქნული და არამერქნული პროდუქტების და ეკო-ტურიზმის მიმართულებით, უფასო სასწავლო კურსის მეშვეობით.
თუ გეგმავთ ან უკვე ახორციელებთ საქმიანობას ტყის პროდუქტების წარმოების ან/და ეკო-ტურიზმის მიმართულებით, მაშინ მიიღეთ მონაწილეობა პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში გამართულ უფასო ტრენინგში და გაიგეთ მეტი ფინანსებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების მიმართულებით.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით შემდეგ ბმულზე და სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია:
https://forms.gle/2dRBFzHF5EPahk36
გაიარე რეგისტრაცია 24 მაისის ჩათვლით. იჩქარე, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ფარავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური (SDC) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO.Georgia“-ს ფარგლებში.
პროექტი “ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ. პროექტი ერთობლივად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით.