ლაგოდეხში მცხოვრები ლევან შაინიძე, შერეულ საბრძოლო ხელოვნების სახეობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
ლაგოდეხელი ლევან შაინიძე, ქალაქ ბათუმში, შერეულ საბრძოლო ხელოვნების სახეობაში გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ყველა სპორტსმენი, რომელიც ლაგოდეხის სახელით იასპარეზებს შეჯიბრებებზე და მიაღწევს წარმატებას, მერიის წარმატებული სპორტსმენების წახალისების პროგრამის ფარგლებში, ფულად ჯილდოს მიიღებს.