ახალი ამბები

Manavi Wine-ის ღვინოები ექსპორტზე ისლანდიაში გავიდა

Manavi Wine-ის ღვინოები ექსპორტზე ისლანდიაში გაიგზავნა – ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა გიორგი აივაზიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში დამზადებული Manavi Wines-ის ღვინის პირველი პარტია ისლანდიაში 1000-მდე ბოთლის მოცულობით გაიგზავნა და ადგილზე 1 თვეში ჩავა. მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქართული ნატურალური ღვინო რეიკიავიკში ღვინის მაღაზიებსა და ბარებში გაიყიდება.

„5 სხვადასხვა სახეობის ღვინო გავიდა, აქედან 2 სახეობა ევროპული წესით დაყენებული, 2 თეთრი კახური ტრადიციული და ერთი საფერავი“, – აცხადებს მეღვინე.