სოფელ კისისხევში ენერგოეფექტური სკამი დააზიანეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ენერგოეფექტური სკამი დააზიანეს.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია სამართალდამცავი უწყება. მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აღსანიშავია, რომ ენერგოეფექტური სკამი, რომელიც ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განთავსდა, მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს, მას აქვს უფასო wifi, ტელეფონის დამტენი, ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია. მის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური ელექტრონული საინფორმაციო სერვისების გაუმჯობესება, ქალაქის კულტურული, ისტორიული და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ცნობადობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება.