შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხზე
არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთის ორგანიზებით, გენდერული და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გენდერულ თანასწორობას საქართველოში და საერთაშორისო სტანდარტებს, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მექანიზმებს საქართველოში და ქალთა უფლებებს, ასევე გენდერულ სტერეოტიპებს. ასევე საუბარი შეეხო გენდერულად მგრძნობიარე ინფორმაციის გაშუქების მინიმალურ სტანდარტებს და მისი დაცვის აუცილებლობას.
პროექტი ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა”, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში. ის მოიცავს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიას და მისი მიზანია გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ყურადღების გამახვილება, ასევე იმ მნიშვნელოვანი თემების წამოწევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.