სიღნაღში მცხოვრები სპორტსმენი, ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენი ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი 29-30 აპრილს სომხეთში, ქალაქ ერევანში ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობას 5 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ნაკრების 11 სპორტსმენი და მათ შორის ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის სექციის კიკბოქსიორი გოგონა, ლიკა კეჭაღმაძე (მწვრთნელი დავით სარდალიშვილი) იღებდნენ მონაწილეობას.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ორი ბრძოლა ჩაატარა, ერთი აშკარა უპირატესობით მოიგო, ხოლო მეორეში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრებმა კი შვიდი ოქრო მოიპოვა და პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.