ახალი ამბები

როგორია თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი

15 აპრილიდან, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდა და 0.70 ლარი ეღირება. ამუშავდა ე.წ. კონტროლირების სისტემაც. ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ხოლო შეღავათიანი ტარიფით, 40 თეთრად, ისარგებლებენ სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები.

გადაადგილებისთვის დამუშავებულია რამდენიმე მარშრუტი, რომელიც სტრატეგიულ ადგილებს, ქუჩებს, უბნებს და ქალაქ თელავთან ახლოს რამდენიმე სოფელს მოიცავს.

გთავაზობთ თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს:

 მარშუტი N1
დრო 08:15 სთ – 19:55 სთ
შესვენება ყოველი მარშუტის დასრულებისას 10-15 წუთი
აგრარული ბაზარი – ალაზნის გამზირი (მე-7 სკოლა) – სეხნიაშვილის ქუჩა (,,ავერსი,, რეფერალური საავადმყოფო) –  კავკასიონის ქუჩა (რაგბის სტადიონი) –  ბათუმის ქუჩა – ვარდისუბნის წრიული –  ჭავჭავაძის გამზირი(მაწანწარა) – ქეთევან წამებულის ქუჩა – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – არსენიშვილის ქუჩა (პოლიკლინიკა) – ლეონიძის ქუჩა –  საავადმყოფო – კოლეჯი / უნივერსიტეტი –  უნივერსიტეტის ქუჩა(ზუზუმბო) –  დავით რექტორის ქუჩა( კორპუსები) – გოგებაშვილის ქუჩა – ჩოხელის ქუჩა –  აგრარული ბაზარი

მარშუტი N2
დრო-08:00 სთ – 20:00 სთ
შესვენება-12:30 სთ
შესვენება-17:30 სთ
აგრარული ბაზარი – ალაზნის გამზირი –  სეხნიაშვილის ქუჩა (რეფერალური საავადმყოფო, ,,ავერსი,, ) – კავკასიონის ქუჩა –  ქეთევან წამებულის ქუჩა –  მოედანი –  პოლიკლინიკა –  საავადმყოფო – ფალიაშვილის ქუჩა (სამრევლო სკოლა) –  კოლეჯი / უნივერსიტეტი – ჩოხელის ქუჩა –  აგრარული ბაზარი

მარშუტი N3
დრო- 08:20 სთ – 19:20 სთ
შესვენება აგრარულ ბაზართან 10 წუთი
სოხუმის ქუჩა – თბილისის გზატკეცილი (თელიანი ველი) – რკინიგზის სადგური -მშვიდობის ქუჩა –  თბილისის გზატკეცილი –  რუსთაველის ქუჩა –  ჭავჭავაძის გამზირი ( #9 სკოლა საჯარო სკოლა) – აგრარული ბაზარი – ქეთევან წამებულის ქუჩა –  ბახტრიონის ქუჩა –  უნივერსიტეტი / კოლეჯი – ფალიაშვილის ქუჩა – საავადმყოფო – ლეონიძის ქუჩა (სპორტსკოლა, სტადიონი) – ნადიკვარი – ერეკლე II-ის გამზირი (მოედანი) – აგრარული ბაზარი -ჭავჭავაძის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა -თბილისის გზატკეცილი (თელიანი ველი)

მარშუტი N4
დრო – 08:05 სთ – 19:55 სთ
შესვენება ყოველი მარშუტის დასრულებისას 10-15 წუთი
მშვიდობის ქუჩა (რკინიგზის სადგური) – ფიროსმანის ქუჩა -თამარის ქუჩა (ლეგიონი)(მე-8 სკოლა) (მე2 სკოლა) -რუსთაველის ქუჩა – ერეკლე II-ის გამზირი (იუსტიციის სახლი, მერია) –  პოლიკლინიკა – საავადმყოფო -კოლეჯი, უნივერსიტეტი -ჩოხელის ქუჩა –  აგრარული ბაზარი -ჭავჭავაძის ქუჩა –  თამარის ქუჩა (ლეგიონი)(მე2 სკოლა)(მე-8 სკოლა) -ფიროსმანის ქუჩა

შაბათი – კვირა
ახალი სასაფლაო – აღდგომის ტაძარი
მარშუტი N5
დრო – 08:15 სთ – 19:20 სთ
შესვენება 10-15 წუთი
მშვიდობის ქუჩა (რკინიგზის სადგური) -სადგურის ქუჩა (სამმართველო) -ალაზნის გამზირი -სეხნიაშვილის ქუჩა (რეფერალური საავადმყოფო, ,,ავერსი,,) -კავკასიონის ქუჩა -ქეთევან წამებულის ქუჩა -ერეკლე II-ის გამზირი -პოლიკლინიკა -საავადმყოფო -უნივერსიტეტი -ჩოხელის ქუჩა (სანაპირო) – აგრარული ბაზარი -ჭავჭავაძის ქუჩა -რუსთაველის ქუჩა – მშვიდობის ქუჩა (რკინიგზის სადგური)

მარშუტი N6
დრო – 08:10 დან 19:30
შესვენება ყოველი მარშუტის დასრულებისას 10-15 წუთი
აგრარული ბაზარი -აღმაშენებელის ქუჩა(სასამართლო) -გოშაძის ქუჩა (სულხანიშვილის გავლით) -კურდღელაური (სამმართველოს გზა -კურდღელაურის ქუჩა -ჭავჭავძის წრიული( ყოფილი თი ბი სი ბანკი) -აგრარული ბაზარი -ქეთევან წამებულის ქუჩა -მოედანი -პოლიკლინიკა -საავადმყოფო -უნივერსიტეტი -ჩოხელის ქუჩა -აგრარული ბაზარი.

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, TBC-ის ნებისმიერი ბარათით და ციფრული საფულის მეშვეობით, ასევე თელავის სატრანსპორტო კომპანიის ბარათით. თელავს მუნიციპალური ტრანსპორტი 2021 წლის თებერვლიდან ემსახურება, თუმცა მგზავრობა ამ დრომდე უფასო იყო. მერიას და შესაბამის სამსახურებს ორი წელი დასჭირდათ გადახდის სისტემების დასანერგად და ასამუშავებლად. თელავს და ქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელს 10 ავტობუსი ემსახურება. თელავი კახეთში ჯერჯერობით ერთადერთი ქალაქია, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს.

 

ნახეთ ამავე თემაზე:

თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი – სიახლეები და გამოწვევები

პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათებით ვერ სარგებლობენ