სოფელ გულგულაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი- ფოტო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ყვავიჭამიას (ყვავის საყდარი) დარბაზული ტიპის საყდარი მდებარეობს სოფელ გულგულის ჩრდილო-დასავლეთით, მაწანწრის ხევის პირას.
ეკლესია აგებულია რიყის ქვით, ხოლო ალაგ-ალაგ შირიმის გათლილი ქვებიცაა ჩართული. ინტერიერში მოხვედრა სამი მხრიდან არის შესაძლებელი. 1970-იან წლებში ეკლესიის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ გაიწმინდა ღორღისა და ლამისგან. ძეგლი დათარიღებულია IX – X საუკუნეებით.