ახალი ამბები

53% თვლის, რომ ქვეყნაში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და მაღალი ფასებია – IRI

IRI-ის მიერ საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% თვლის, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა. 46%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრების საფასური და მაღალი გადასახადებია, ამას მოყვება სიღარიბე, რომელსაც მოსახლეობის 16% აძლევს ხმას.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად განათლებას მოსახლოების 6% ასახელებს, ხოლო ჯანდაცვას 4%.

ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მცირე ბიზნესების ხელშეწყობა, რომელსაც ხმას მოსახლეობის 3% აძლევს.

დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რეგიონებშიც – აქაც მოსახლოების ძირითადი ნაწილი, ანუ 38% თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკაა, 35% კი მაღალ ფასებს ასახელებს.

ასევე, რეგიონებში თვლიან, რომ მათი ქალაქების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგებაა – 22% ინფრასტრუქტურას აძლევს ხმას, ხოლო 13% – წყალმომარაგებას.