საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოებს განახორციელებს
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 26 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ოდორანტის კვანძის რეაბილიტაციისა და რედუცირების კვანძის განახლების სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ქალაქ სიღნაღს და შემდეგ სოფლებს: ნუკრიანსა და ზემო მაღაროს.
„კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.