ახალი ამბები

თელაველი ლაშა გიგაური ბილიარდში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თელაველი ლაშა გიგაური ბილიარდში (დინამიური პირამიდა) საქართველოს ჩემპიონია.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა, ლაშა გიგაური გიორგი დიმიტრაძეს დაუპირისპირდა, შეხვედრა თელაველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.