ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის 68.2% ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა – ასოციაცია

საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი.

აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2% – ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.

2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%

ასოციაცია თვლის, რომ მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.