კატალიზატორებთან დაკავშირებით რეგულაციებზე ვმუშაობთ – გარემოს დაცვის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ მანქანის კატალიზატორებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე სამინისტრო მუშაობს.
“კატალიზატორების მიმართულებით სამინისტროში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათი ჩაბარების პროცესი წახალისებული არ იყოს და გარკვეული შეზღუდვები შემოვიღოთ შემდგომ ექსპორტზე. ეს შეზღუდვა იქნება კომპლექსური ღონისძიებების ნაწილი იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება წახალისებული არ იყოს.
ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი არ უჩნდებოდეთ. ანუ შეიძლება არსებობდეს ჩამბარებელი პუნქტები და აქ მიღებული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს კატალიზატორის გასხვისების სურვილი ჰქონდეთ. ვმუშაობთ, რომ სრულად დარეგულირდეს ეს საკითხი”,-აცხადებს თანდილაშვილი.