ახალი ამბები

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38 598 კაცია, ხოლო 32 927 ქალი.

2021 წლის მონაცემების თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით – 11 684;

ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი -1884;

შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი-25 252, მათ შორის შიზოფრენია – 12961, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა- 3083;

ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი – 11 731.